Leluka25's Blog

პასუხისმგებლობა/უპასუხისმგებლობა

Posted on: August 24, 2010

ადამიანის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ღირსებათაგანი პასუხისმგებლობაა… მიუხედავად იმისა რომ ეს ღირსება მუდმივად გვჭირდება და ხადანდახან მთელი ჩვენი ცხოვრების ძირითადი დასაყრდენია, ადამიანების უმეტესობას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს არც ამ სიტყვის მნიშვნელობაზე და არც მის არსებობაზე იცის რამე…

ადამიანი როცა იბადება მაშინვე ათასნაირი პასუხისმგებლობა ეკისრება, ახალშობილს სიცოცხლის, დაბადების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა… გაჩნდა ადამიანად და არა კატად ხო, ესეიგი მაშინვე ადამიანობის პასუხისმგებლობა აქვს, შედარებით ნაკლები მაგრამ მაინც აქვს… უნდა ჭამოს, გაიზარდოს, ისწავლოს ახალი და ასე შემდეგ… უბრალოდ არა აქვს უფლება სხვანაირად მოიქცეს… სხვანაირად ვერ გაიზრდება ადამიანი და ვერც საზოგადოების წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას გაითავისებს… სკოლაში სწავლის პასუხისმგებლობა აქვს, უნივერსიტეტშიც და მერეც… ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა… განათლებული ადამიანები განათლებულ საზოგადოებას ნიშნავს, განათლებული საზოგადოება კი განათებულ ქვეყანას (ლამპიონებს, შადრევნებს და უწყვეტ ელექტროენერგიას არ ვგულისხმობ)…ერის ინტელექტი იზრდება… ყველა ერს აქვს ინტელექტი… დროთა განმავლობაში ილექება, ყოველი მომდევნო თაობა წინაზე უკეთესი ხდება და უფრო დიდ რამეებს ქმნის… მაგრამ ამაში თუ ყველამ არ მივიღეთ მონაწილეობა ერი მოკვდება…ნელნელა დაჩლუნგდება და მოკვდება, განსაკუთრებით ჩვენსთანა პატარა ერი…

გამოდის რომ დაბადებისთანავე ადამიანი საზოგადოების და ამ საზოგადობის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის ტყვეა…

პასუხისმგებლობა საქმის წინაშე… ყველა ადამიანმა ნებისმიერმა, დიდმა თუ პატარამ იმდენად კარგად უნდა აკეთოს საქმე რამდენადაც ეს შეუძლია… თუ ყველაზე პატარიდან დაწყებული დიდით დამთავრებული საკუთარ საქმეს (სულერთია ეს საქმე რა არის, მენაგვეობა თუ მინისტრობა) კარგად გააკეთებს გვეშველება…

პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე… ყველაზე დიდი ვალდებულება მშობლების და შვილების წინაშე გვეკისრება… როგორც შვილებმა უნდა ვეცადოთ იმ ამაგის ნაწილი მაინც გადავიხადოთ რაც ჩვენმა მშობლებმა მოგვცეს… შვილების წინაშე კი ის პასუხისმგებლობა გვეკისრება რომ იმაზე უკეთეს ადამიანებად გავზარდოთ ვიდრე ჩვენ თვითონ ვართ… თუ ასე იქნება თუ ყველა ასე მოიქცევა საზოგადოება უფრო უკეთესი გახდება და ყოველი მომდევნო თაობა კაცობრიობას უფრო სრულყოფილს გახდის…

პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე… ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და იშვიათი პასუხისმგებლობაა რაც კი გაგვაჩნია…სამწუხაროდ მონობაში გატარებულმა გასულმა წლებმა ცნობიერებიდან ამოშალა სახელმწიფოებრიობის ცნება… აქედან გამომდინარე ადამიანები ვერ ხედავენ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის აუცილებლობას… უფრო სწორად საერთოდ არ იციან…არ ვიცი ეს როგორ უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა დავიდეს ადამიანების ცნობიერებამდე რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენ უნდა მოვუაროთ, თუ ერთეული ადამიანები უგულებელყოფენ ამას, არაფერი გვეშველება არასდროს… თუ არ შევიგნებთ რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა იგივეა რომ სახლში, საწოლში ჩაიყარო ნაგავი, რომ ქვეყანა ერთი დიდი სახლია სადაც სხვადასხვა ეროვნების და შეგნებს ადამიანები ცხოვრობენ და ჩვენ ამ სახლის მოვლის პასუხისმგებლობა გვერიკისრება… ამისთვის უნდა გადავიხადოთ ფული ბიუჯეტში, ამისთვის არ უნდა დავყაროთ ქუჩაში ნაგავი ურნის გვერდით, ამისთვის, ამისთვის უნდა ვიშრომოთ, ვისწავლოთ და ვიწვალოთ… რა თქმა უნდა კარგია ტელევიზორის წინ პულტით ჯდომა, მაგრამ მაშინ  იმ საწოლისგან რითი განსხვავდები რომელზეც წევხარ…

ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოდის რომ ყველანი უამრავი ბორკილით დახუნძლული ვჩნდებით ამ ქვეყანაზე მაგრამ მოდით ნუ მივიღებთ ამ ყველაფერს ისე როგორც ბორკილებს, ეს უბრალოდ გადასახადია, ადამიანობის, ამ ქვეყნად გაჩნის გადასახადი… მართალია არავის უკითხავს ჩვეთვის გვინდოდა თუ არა დაბადება მაგრამ რადგან გავჩნდით სხვა გზა არა გაქვს, ჯობია ადამიანებად მოვკდეთ ვიდრე ღორებად… თუ არაფერს არ ვქმნით, ხელშესახებს, მნიშვნელოვანს, რაც ჩვენს მომდევნო თაობას უფრო უკეთესს გახდის, თუ გენიოსები არა ვართ, სხვანაირადაც შეიძლება დატოვო კვალი… ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დატოვოს ერთი პატარა კვალი მაინც, ბოლოს და ბოლოს სხვისი მაინც არ წაშალოს…ყველამ რომ ერთი ცალი კვალი დატოვოს დიდი გზა გამოვა რომელზეც ჩვენი მომდევნო თაობა, ჩვენი, სხვისი შვილები და იმათი შვილები უკეთესად ივლიან…

3 Responses to "პასუხისმგებლობა/უპასუხისმგებლობა"

madloba… ❤

კარგია

მადლობა გიორგი 🙂

Leave a comment

  • Anonymous: 💯💯💯✊
  • Anonymous: რა საინტერესო ჩანაწერია და კიდევ უფრო საინტერესოა როდე
  • Gio Gvazava: +1